ამერიკელმა ჰიდრობიოლოგებმა ოკეანის ფსკერის ქვეშ სიცოცხლე აღმოაჩინეს
ამერიკელმა ჰიდრობილოგებმა ოკეანის ფსკერის ქვეშ სიცოცხლე აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია.
კერძოდ, მეცნიერებმა ატლანტის ოკეანის ქვეშ მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს, რომლებიც ერთ-ერთი წყალქვეშა ქედის ქერქში ბინადრობენ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს მიკრობები თავისუფალ მოლეკულურ ჟანგბადს საჭიროებენ და აქამდე ოკეანის ფსკერზე აღმოჩენილი ყველა მიკრორგანიზმისგან განსხვავდებიან.
შუა ატლანტიკური ქედის ოკეანური ქერქი შედარებით ახალგაზრდაა. ის 8 მილიონი წლის წინ შეიქმნა. აქ წყლის ცივი დინებები ცირკულირებს, რომელთა ტემპერატურა 20 გრადუსს არ აღემატება.