სოფელ წინაგარაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტის მოსაზღვრედ მდებარე სოფლების – წინაგარისა და ღდულეთის სიახლოვეს ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. ხანძრის ადგილიდან ოდნავ მოშორებით, სოფელ წინაგარაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზაც მდებარეობს.
“კვირა“ გორის გამგებელს დაუკავშირდა. დავით ონიაშვილის თქმით, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს, მისთვის უცნობია, რა ფართობზე გაჩნდა ხანძარი. ასევე უცნობია ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზები. გამგებელი აცხადებს, რომ დახმარების თხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სახანძრო ბრიგადები ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები