ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მესამე, ბოლო მოსმენით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
პარლამენტში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის, დიმიტრი შამბას თქმით, შეთანხმება 5 წლით არის გაფორმებული.
„სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ვიზების გარეშე შეძლებენ აფხაზეთში ჩასვლას და მისი ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნებში გადასვლას. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა იქნება აუცილებელი“, – განაცხადა შამბამ.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მიგრაციული აღრიცხვის და იქ ყოფნის გარკვეული წესები უნდა დაიცვან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები