„სოთბის“ აუქციონზე ლურჯი ბრილიანტი 31 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა
ჰონგ-კონგში, „სოთბის“ სააუქციონო სახლში, უნიკალური ლურჯი ბრილიანტი რეკორდულ ფასად გაიყიდა.
აუქციონზე მყიდველმა იშვიათ ქვაში 31 მილიონ 800 ათასი დოლარი გადაიხადა. ლურჯი ბრილიანტის წონა 10.1 კარატია. ის სამხრეთ აფრიკის მაღაროშია აღმოჩენილი და ათასწლეულის ძვირფასეულობის კოლექციაშია შესული. ძვირფასი ქვის საწყისი ფასი აუქციონზე 30 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ვაჭრობის გახსნისთანავე ფასი ჯერ 28 მილიონამდე დაეცა, რამდენიმე წუთში კი 31 მილიონს გადააჭარბა. მისი მყიდველის ვინაობას „სოთბის“ სახლი არ ასახელებს.