მთიანი ყარაბაღი მზად არის ბაქოსთან მოლაპარაკებებისთვის, თუ აზერბაიჯანი მას ოფიციალურად აღიარებს

მთიანი ყარაბაღი მზად არის ოფიციალურ ბაქოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი მას ოფიციალურად აღიარებს.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ წარმომადგენელმა მოსკოვში ალბერტ ანდრიანმა განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად გასაგები და გამჭვირვალეა: აღიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და მზად ვიქნებით მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისთვის ნებისმიერი საკითხის განსახილველად და ყველა სახის დათმობებზე და კომპრომისზე წასასვლელად“, – განაცხადა ანდრიანმა.
მისივე თქმით, ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება სამხედრო გზით ვერ მოხდება. „სამხედრო მოქმედებები მხოლოდ აორმაგებს ორივე მხარეს დაღუპულების რიცხვს და მოსახლეობის ტანჯვას“, -აღნიშნა ანდრიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები