მხატვარ ლევან სონღულაშვილის კიდევ ერთი წარმატება (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნახატი საგამოფენო სივრციდან მსახიობმა და მოდელმა ბრუკ შილდსმა შეიძინა. მის პირად კოლექციაში ახლა ლევანს სონღულაშვილის ნახატი საპატიო ადგილს დაიკავებს. ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მხატვარი თავად ავრცელებს:
„ბრუკ შილდსი, ერიკ ფიშლი, სტივენ ესელი, ვინსენტ დესიდერიო, ედვარდ შმიდტი და სხვები, ნახატებისა და მუსიკის დიალოგი, ლევან სონღულაშვილის სტუდიაში – Tribeca Ball 2016, ნიუ-იორკი. ვიდეოში წარმოდგენილი ფერწერული ტილო დღეიდან ბრუკ შილდსის პირად კოლექციაშია“.
ლევან სონღულაშვილი ამჟამად ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. მისი ერთ-ერთი ნახატი „მედუზა“ 2015 წელს „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები