ფედერიკა მოგერინი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა
ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხთა უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედვარდ ნალბანდიანს ტელეფონით ესაუბრა და მათ მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარებაში ხელშეწყობა სთხოვა. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მოგერინიმ განაცხადა, რომ ფართომასშტაბიან კონფლიქტში არავინ არის დაინტერესებული. მან ორივე მხარეს მოუწოდა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად მოლაპარაკება განაახლონ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულონ.