პაკისტანში დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

 

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-დე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დანგრეულია სახლები, განადგურდა მოსავალი, დაზიანებულია გზები და ქალაქების ქუჩები. ჰაიბერ -პანტუნხვას პროვინციაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ვრცელდება 20 უგზოუკვლოდ დაკარგულის შესახებ ინფორმაცია. გასულ წელს პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, სტიქიის შედეგად დაზარალდა 300 ათასამდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები