ერევანი იუწყება, რომ აზერბაიჯანული მხარე “სმერჩის“ ტიპის დანადგარებს იყენებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე სომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველად აზერბაიჯანულმა მხარემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი „სმერჩი“ გამოიყენა. ბაქო სომხეთის შეიარაღებული ძალების 20 ერთეული ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება.
„ყოველდღიურად აზერბაიჯანული მხარე შეიარაღების კალიბრს ზრდის. 5 აპრილს ღამით სამხრეთის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები „სმერჩი“ გამოიყენა“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ოვანესიანმა.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ სომხური მხარე დაბომბვებს არ შეწყვეტს, აზერბაიჯანული მხარე სარაკეტო დარტყმებს მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქზე – სტეპანაკერტზე განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები