ვიეტნამში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ვიეტნამის ხელისუფლება ქვეყანაში „ზიკას“ ვირუსის ორი შემთხვევის შესახებ იუწყება. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. ვირუსი 33 და 64 წლის ქალბატონებს დაუდგინდათ. ორივე ქალის მდგომარეობა სტაბილურია, მათ ნათესავებში და მეზობლებში „ზიკას“ ვირუსი არ დაფიქსირებულა. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, 33 წლის ქალი ორსულად არის. ვირუსით დაავადებულ ქალებს შეიძლება ბავშვი ეყოლოთ, რომელსაც მცირე ზომის თავი და ტვინი აქვს. ასე, მაგალითად, ბრაზილიაში, რომელშიც ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს, მიკროცეფალიის 860 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები