აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო – ორდღიანი ბრძოლების შედეგად 70 სომეხი ჯარისკაცია მოკლული

მთიან ყარაბაღში ორდღიანი ბრძოლების შედეგად 70 სომეხი ჯარისკაცია მოკლული. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან 16 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ასევე იუწყება, რომ წერტილოვანი დატყმების შედეგად მოგადიზში სომხების შტაბია განადგურებული, რომელიც აგდერის მახლობლად გზაზე მდებარეობდა. 4 აპრილის საღამოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური ძალების 3 ტანკი გაანადგურეს, ასევე განადგურებულია 5 სატვირთო ავტომობილი. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მთლიანად სომხეთის შეიარაღებული ძალების 20 ერთეული ტექნიკაა განადგურებული. ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზზე ოპერატიული უპირატესობა აქვს შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები