დავით საგანელიძე: ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ, რომ მომავალ პარლამენტში ვიყო

ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ და არც აზრი შემიცვლია, რომ მე, მომავალ პარლამენტში ვიყო – ამის შესახებ ,,საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მან დაახლოებით 2 წლის წინ დააფიქსირა პოზიცია, რომ პარტიას განახლება სჭირდება
“წინა განვლილი პერიოდი და წლები, რომლებიც მე პარლამენტში გავატარე, ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი, ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ ახალი თაობა, ახალი სახეები მოვიდნენ, ახალი ენერგიით, ახალი ცოდნით და შესაბამისად, ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ და არც აზრი შემიცვლია, რომ მე, მომავალ პარლამენტში ვიყო”, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები