ერევნის ინფორმაციით, მათ აზერბაიჯანული მხარის 29 ტანკი გაანადგურეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის არცრუნ ოვანესიანის ინფორმაციით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული ჯარის 29 ტანკი გაანადგურეს. ამის შესახებ ოვანესიანმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა. ოვანესიანის თქმით, ეს სამდღიანი ბრძოლების სტატისტიკაა. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, განადგურებულია „გრადის“ ტიპის ერთი დანადგარი, 3 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 ვერტმფრენი და 6 უპილოტო თვითმფრინავი. „არმენპრესის“ ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ 300 სამხედრო მოამსახურე დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები