პრეზიდენტი: საქართველოს გლობალური სტაბილურობისთვის ძალისხმევა არასდროს დაუშურებია

“საქართველოს არასდროს დაუშურებია ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმებას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას.
,,საქართველოს არ დაუკლია არასდროს ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ არავითარი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს. ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც უსაფრთხოების იმ ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად. არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში და კონსულტაციაში ვართ საქართველის მთავრობასთან და ჩვენს საერთაშორისო მისიებთან. არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები