სომეხი მოხალისეების ავტობუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

სომეხი მოხალისეების ავტობუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა არცრუნ ოვანისიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მოხალისეები აზერბაიჯანის საბრძოლო უპილოტო საფრენმა აპარატმა იმსხვერპლა.
ოვანისიანის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები. მისივე თქმით, ინციდენტი ყარაბაღ-აზერბაიჯანის შეხების ხაზის ჩრდილოეთ მარტაკერტის მიმართულებაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები