გიორგი კვირიკაშვილი: 10 წელიწადში საქართველო თანამედროვე, დინამიკური ევროპული სახელმწიფო იქნება

ათი წლის შემდეგ საქართველო გახდება რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და გლობალური ბიზნესის წამყვანი მოთამაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ათ წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიკური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით. ჩვენი მზარდი ეკონომიკა და დაჩქარებული ინტეგრაცია დასავლეთის ინსტიტუტებში მისცემს ქართველ ხალხს ბევრ ახალ შესაძლებლობას როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე. ჩემი აზრით, საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით გამოიყენებს თავის მდებარეობას როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი რგოლი.
ათი წლის შემდეგ საქართველო გახდება რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და გლობალური ბიზნესის წამყვანი მოთამაშე. საერთოდ, ჩემი მოლოდინით, საქართველო მომავალშიც შეასრულებს იმ ქვეყნის როლს, რომელიც ხელს უწყობს მეზობლებს შორის მშვიდობისა და კონტინენტებს შორის ვაჭრობის განმტკიცებას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველო მომავალშიც შეასრულებს იმ ქვეყნის როლს, რომელიც ხელს უწყობს მეზობლებს შორის მშვიდობისა და კონტინენტებს შორის ვაჭრობის განმტკიცებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები