აშშ და საფრანგეთი სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებენ. ეს ქვეყნები ეუთოში ყარაბაღის კონფლიქტის შუამავლის როლს ასრულებენ, მათ კატეგორიულად დაგმეს რეგიონში სამხედრო ესკალაცია. 5 აპრილს ვენაში ჩატარდება ეუთოს მინსკის ჯგუფში შემავალი მხარეების კონსულტაცია, რომლის მიზანია კონფლიქტის დეესკალაცია. 
შეიარაღებულ დაპირისპირებას მთიან ყარაბაღში, ოფიციალური მონაცემებით, უკვე ემსხვერპლა 33 ადამიანი, მათ შორის -მშვიდობიანი მოსახლეობა. დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.