ნუკრი ქანთარია: კოალიციის წევრებს ერთმანეთთან კონფრონტაცია არ უნდა აწყობდეთ
კოალიციის წევრებს ერთმანეთთან კონფორნტაციაში გადასვლა არ უნდა აწყობდეთ, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს პორტალ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, კოალიციიდან გასვლის შემდეგ, პარტიები, რა თქმა უნდა, გახდებიან ერთმანეთის კონკურენტები, თუმცა ეს კონკურენცია აუცილებლად ცივილიზებულ ჩარჩოებში უნდა მოხდეს.
„კოალიციის წევრებს ერთმანეთთან კონფრონტაცია არ უნდა აწყობდეთ, რადგან ამომრჩეველი მაშინ იკითხავს, რა გინდოდათ ერთად ამდენი ხანიაო, კამათი ალბათ უფრო მომავალზე იქნება, რადგან ეს ოთხი წელი ჩვენ ერთად გამოვიარეთ და პასუხისმგებლობასაც არავინ გაურბის იმაზე, რაც გაკეთდა, ან კიდევ იმაზე, რაც ვერ გაკეთდა“, – განაცხადა ქანთარიამ.