ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს გაშვებული რამდენიმე ჭურვი ირანში ჩამოვარდა
მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ნაღმმტყორცნებიდან გაშვებული სამი ჭურვი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ ინფორმაციას სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომელ დაპირისპირებულ მხარეს ეკუთვნოდა ეს ჭურვები.
როგორც სააგენტოს ირანის ერთ-ერთი პროვინციის ხელმძღვანელმა საიდ შაბესტარ ხიაბანიმ აცნობა, ირანელი მესაზღვრეები უკვე დაუკავშირდნენ როგორც სომეხ, ასეევ აზერბაიჯანელ სამხედროებს, რომლებმაც ირანული მხარე დაარწმუნეს, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ გამეორდება.