რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში მომხდარ ხანძარს სპეციალური კომისია იძიებს

მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში მომხდარ ხანძარს სპეციალური კომისია იძიებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა შეატყობინა. მისი თქმით, ხანძრის ოფიციალური მიზეზი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. ამჟამად რამდენიმე ვერსია განიხილება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში შენობის აღდგენა დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში კვირას გაჩნდა. მას უმაღლესი სირთულის კატეგორია მიენიჭა. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. რამდენიმე საათის შემდეგ შენობის სახურავი ჩამოინგრა. ხანძრის ლიკვიდაცია მხოლოდ საღამოს მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები