„რესპუბლიკელები“ კოალიციაში ოფიციალურად გაფორმებულ პოლიტიკურ წილს ითხოვდნენ“
„რესპუბლიკელები“ კოალიციაში ოფიციალურად გაფორმებულ პოლიტიკურ წილს ითხოვდნენ, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, მეტი მობილიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ კოალიციას ერთობა შეენარჩუნებინა, თუმცა იყო უამრავი პრეტენზია, რის გამოც ეს ვერ მოხერხდა.
„როდესაც რამე გაქვს, გგონია, რომ ეს გარდამავალი ეტაპია და გინდა ახალი. როდესაც იმას კარგავ, ფიქრობ, ნეტა ყოფილიყო ასეო. ყველას უკვე ჰქონდა გარკვეული პრეტენზია – ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. „რესპუბლიკელებმა“ სამი თვის წინ, ცოტა ადრეც მოინდომეს, რომ ოფიციალურად გაფორმებულიყო პოლიტიკური წილი. თქვეს, რომ მეორე ნომრად არიან, შემდეგ სცადეს, რომ ორმხრივი ხელშერულებები ყოფილიყო „ოცნებასა“ და მათ შორის. იყო სხვა პრერენზიებიც… ერთხელაც განაცხადეს, რომ 6 კაცი დიდი არაფერი იყო. ახალი განახლების, უფრო მეტის სურვილი გაჩნდა და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ ყველა თავის გზას დაადგეს. ერთი მნიშველოვანია, რომ ამ სუბიექტების ცალ -ცალკე გასვლის შემთხვევაში, ისინი გახდებიაინ კონკურენტები, მაგრამ იქნება სამაგლითო დებატები, კონკურენცია, და ეს არ გასცდება ცივილიზაციის ფარგლებს“,-განაცხადა ქანთარიამ.