ნუკრი ქანთარია: არჩევნებში კოალიციის გასვლა ერთგვარი კომფორტი იქნებოდა

„ქართული ოცნების“ წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებებით, საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის ერთობლივი ძალებით გასვლა, ერთგვარი კომფორტიც იქნებოდა, თუმცა არჩევნების შემდეგ კოალიცია მაინც დაიშლებოდა, ვინაიდან კოალიციის შიგნით არსებული კრიზისი გარდაუვალი იყო. აღნიშნულის შესახებ მან პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მეტი მობილიზაციის შემთხვევაში, შეიძლებოდა, ისევ ერთად გავსულიყავით და ეს ერთგვარად კომფორტიც იქნებოდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არჩევნებიდან ერთი თვის თავზე კოალიცია მაინც დაიშლებოდა და დაიწყებოდა პოლიტიკური კრიზისი, ეს გარდაუვალი იყო და შეიძლება რომ რიგგარეშე არჩევნებამდეც მივსულიყავით”,-განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები