ყარაბაღში სროლები ისევ გრძელდება
მთიან ყარაბაღში ორმხრივი სროლები ისევ გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ვაგიფ დიარგახლის ინფორმაციით, ღამით საბრძოლო მოქმედებები აგდერ-ტერტერის მიმართულებით მიმდინარეობდა.
მომხდარში ბაქო სომხურ მხარს ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დროს სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის განახლებაში ადანაშაულებს, მიუხედავად იმისა, რომ ბაქომ გუშინ საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის არცრუნ ოვანესიანის თქმით, დღეს დილით ბრძოლების დროს სამი აზერბაიჯანული ტანკი იყო განადგურებული.