ნუკრი ქანთარია: კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული მისია შეასრულა

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ ისტორიული მისია შეასრულა. მოახერხა და შექმნა ერთგვარი პლაცდარმი, რის შემდეგაც დაიწყო დემოკრატიული განვითარება და რეჟიმის გათავისუფლება, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ქანთარია „ქართული ოცნების“ სტრატეგიასა და ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ მოვლენებს შეეხო.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში ასე ხანგრძლივად არცერთი პარტია არ დარჩენილა. ყველა მალევე იშლებოდა, კოალიციამ კი აიღო პასუხისმგებლობა, რის შედეგადაც 4 წელი შევძელით და ვიმუშავეთ ერთად. დადგა ახალი ეტაპი და ამანაც ჩაიარა. ლოგიკურია, რომ როდესაც მისია შესრულდა და ამოიწურა გარკვეული ამოცანები და ინტერესები, რეალობის წინაშე დადგა კოალიცია, რომ არჩევნებზე ცალ – ცალკე გასულიყო და ეს გადაწყვეტილებაც მგონი აბსოლუტურად სამართლიანია. ხელოვნურად არაფრის შენარჩუნებას არ მივესალმები, რადგან ის აუცილებლად იჩენს თავს ადრე თუ გვიან“,- განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები