თბილისში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გაზგასამართ სადგურზე, მსუბუქი ავტომობილის დატუმბვისას აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გაზგასამართი სადგურის ოპერატორი და ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნლოვანი ზარალი გამოიწვია.
12920970_461804494025739_1032451736_n

12921185_461804397359082_191548311_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები