ირაკლი ალასანია დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და პარტიის წევრები მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვიზალიბერალიზაციის პირველი ეტაპი ასევე საუბარი წინასაარჩევნი პროცესსაც ეხებოდა.
“ევროკომისართან გვქონდა ძალიან დეტალური განხილვა, თუ რა ნაბიჯები გადადგა უკვე სახელმწიფომ და კიდევ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ წარმატებულად დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პირველი ეტაპი და ასევე საქართველომ გააგრძელოს ევროპაში ინტეგრაცია. ვისაუბრეთ ასევე წინასაარჩევნო გარემოზე. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც დღეს ევროპა კონცენტრირებულია და საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობის გამომჟღავნება. მეორე მნიშვნელოვანი თემაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის ამაღლება. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ამ ორ თემას. ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ხელშეწყობილი უნდა იყოს, რათა ჩვენ მეტი რესურსი, მეტი შეიარაღება, მათ შორის სამართლებრივი, მივცეთ ჩვენს სამართალდამცველ სტრუქტურებს”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები