“კონსერვატიული პარტია” საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

“კონსერვატიული პარტია” უმრავლესობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე გაახმაურა.
ძიძიგურის განცხადებით, „კონსერვატიული პარტიის“ ყველა მომავალი მოქმედება თანხვედრი იქნება საქართველოს სახელმწიფობრივ ინტერესთან და ევროპაში ინტეგრაციის პროცესთან.
“ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიგვაჩნია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, კოალიციის დაშლის მიუხედავად, „კონსერვატიული პარტია“ რჩება უმრავლესობაში და კონსერვატორები ვაგრძელებთ ყველა იმ რეფორმის მხარდაჭერას, რომელიც 2012 წლიდან კოალიციურ რეჟიმში დავიწყეთ. ხელისუფლებასთან ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით განსახორციელებლად. ჩვენი ყველა მომავალი მოქმედება თანხვედრი იქნება საქართველოს სახელმწიფობრივ ინტერესთან და უპირველესად ევროპაში ინტეგრაციის პროცესთან, ასევე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებასთან”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს კონსულტაციები თუ რა ფორმით მიიღებს ის მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები