ბელგიაში ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბელგიის პოლიციამ  2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბელგიის პროკურატურის განცხადებაში დაკავებულის ვინაობა მითითებული არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის 33 წლისაა. ამჟამად პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი რედა კრიკეა, რომელიც გასულ კვირას პარიზში დააკავეს. კრიკეს ბინაში იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების საწყობი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები