კახეთში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რომელმაც, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები