ბათუმში აფეთქება მოხდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რის შედეგადაც შენობა ძლიერად დაზიანდა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც დამწვრობა აქვს მიღებული.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები