ეკა ბესელიას ნოდარ ებანოიძესთან დაპირისპირება “უკვე დაავიწყდა”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მას ,,რესპუბლიკელ” ნოდარ ებანოიძის შორის პლენარულ სხდომაზე მომხდარი დაპირისპირება უკვე დაავიწყდა.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომეჩვენა, რომ ეს შენიშვნები პოლიტიკურ კონტექსტში იყო, რადგან ვერ ავხსენიო.
ბესელიას თქმით, მასსა და ებანოიძეს შორის მომხდარი შელაპარაკება გაურკვევლობა იყო.
,,მე მგონია, რომ ეს იყო გაურკვევლობა. არ მესმოდა, ბატონი ნოდარი რას ამბობდა. მაგრამ როცა უკვე გავიგე, მე ჩავთვალე, რომ არ იყო ეს მისაღები შენიშვნა და, ამავე დროს, ჩანდა, რომ ცოტა ზედმეტად გაცხარებული და ჩემთვის არაბუნებრივად გაბრაზებული ჟესტიკულაციით საუბრობდა, რამაც გამოიწვია ჩემი მხრიდან ცოტა სუსხიანი რეაქცია. ცოტა ხნის წინ მოვიდა, ამიხსნა. მე ბუნებით ძალიან მიმტევებელი ვარ. ასე, რომ წყენა უკვე დამავიწყდა.
მომეჩვენა, რომ ეს შენიშვნები პოლიტიკურ კონტექსტში იყო, რადგან ვერ ავხსენი. დასმული იყო კითხვა და მესამედაც რომ დაისვა, ვერ გავიგე, რატომ იყო საწინააღმდეგო პოზიცია. ჩემი ლოგიკით ვერ ავხსენი. უეცრად იმპულსურად გავიფიქრე, რომ ეს იყო პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე ემოცია. ამიტომ იყო ჩემი ძალიან გულწრფელად და ღიად ნათქვამი ფრაზა. ახლა ყველაფერი გაირკვა. მოვიდა უკვე ბოდიში მოიხადა. მე ვფიქრობ, ეს თემა ამოწურულია,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრ ეკა ბესელიასა და “რესპუბლიკელ” დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
“ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ – დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული – დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ”, – აღნიშნული განცხადებით ბესელიამ ებანოიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები