ფილმის: „გერჰარდ რიხტერი – მხატვრობა“ ჩვენება გაიმართება
2 აპრილს, 19:00 საათზე, „ფრონტლაინ კლუბში“ ფილმის: “გერჰარდ რიხტერი – მხატვრობა” (2011) ჩვენება გაიმართება. კორინა ბელცის დაკვირვებითი მეთოდით გადაღებული დოკუმენტური ფილმი განდეგილი გერმანელი მხატვრის საიდუმლოებით მოცული შემოქმედებითი პროცესის შესახებ მოგვიყვება. ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით. საერთაშორისო სარბიელზე გერჰარდ რიხტერი, ზიგმარ პოლკე და გეორგ ბაზელიცი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი სამი გერმანელი ხელოვანია.