დავით ზურაბიშვილი: ხელისუფლებამ ვერ შეძლო დემოკრატიული რეფორმების იმ დონეზე მიყვანა, რომ ადამიანებს თვალსაჩინო სხვაობა დაენახათ

საპარლამენტო უმრავლესობის „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების “ წევრმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო დემოკრატიული რეფორმების იმ დონეზე მიყვანა, რომ საზოგადოებას თვალსაჩინო სხვაობა დაენახა. მაგალითად მან თვითმმართველობის, პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმები მოიყვანა.
„კრიზისული მომენტი კოალიციის შიგნით არაერთხელ ყოფილა, თუმცა საუბარი არის არა იმაზე, თუ რომ რომელი პარტიაა კარგი ან ცუდი, არამედ იმაზე, თუ როგორ იმართება ქვეყანა. ამ ხელისუფლებაში პრობლემა არის ის, რომ მან ვერ შეძლო ახლის შეთავაზება. მოდი, ასე ვთქვათ, ვერ შევძელით დემოკრატიურლი რეფორმების იმ დონეზე მიყვანა, რომ ადამიანმა დაინახოს თვალსაჩინო განსხვავება და ეს ხელისუფლებაც იყოს ეფექტური. პირველი ნაბიჯი გადავდგით. დავანგრიეთ ავტორიტარული რეჟიმის საფუძველი, მაგრამ შეფერხდა თვითმმართველობის პროგრამა, შეფერხდა პროკურატურის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც თავიდან განთავისუფლდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მურუსიძესთან მივედით. ეს, ცხადია, რომ არაა კარგი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები