ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც მდინარე ფარავნის ხევში მიკროავტობუსი გადავარდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები