ასპინძაში ხანძრის შედეგად წლინახევრის ბავშვი დაიწვა

სპინძის სოფელ ნაქალაქევში ხანძრის შედეგად წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლის სახურავზე, ბავშვის ოთახის მაღლა გაჩნდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩანიშნულია ექსპერტიზა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები