მესხის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მთაწმინდაზე, მესხის ქუჩაზე სახლის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიანი სახლის სახურავზე გაჩნდა და 400-450 კვ. მეტრ ფართობზე გავრცელდა.
ცეცხლს 12 სახანძრო ბრიგადა აქრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები