ირაკლი კობახიძე: გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ დამოუკიდებლად გამარჯვება მოვიპოვოთ

„ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება“, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, არჩევნებში გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებს.
„არჩევნებში ჩვენ, როგორც პარტია, აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას. ამის საფუძველს მოსახლეობის მხარდაჭერა და პარტიული რესურსი გვაძლევს. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რაც ამის თამამად თქმის საფუძველს მაძლევს. ჩვენ პერიოდულად სოციოლოგიურ კვლევებს ვატარებთ, გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა რამდენიმე სატესტო არჩევნები. ეს ყველაფერი გვაძლებს ამ დასკვნების გამოტანის საშუალებას. ჩვენი პოზიციები არის მყარი“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეები კვალიფიკაციის, შესაბამისი უნარების, პოლიტიკური წარსულისა და პოლიტიკური ქარიზმის მიხედვით შეირჩევა. მისივე თქმით, შესაძლოა, ახალი სახეები იყვნენ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, ასევე ისეთები, ვისაც საზოგადოება ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები