მანანა კობახიძე: „რესპუბლიკელების“ ოპოზიციურობაზე საუბარი ნაადრევია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი „რესპუბლიკური პარტიის“ დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მანანა კობახიძის განცხადებით, „რესპუბლიკელები“ მთავარობის შემადგენლობაში რჩებიან და მათ ოპოზიციურობაზე საუბარი ნაადრევია. კობახიძე განმარტავს, რომ მთავარია არჩევნებამდე სიმშვიდე შეინარჩუნონ და პარლამენტი გადაწყვეტილების მიღებისუნარიანი იყოს.
“ყველაფერს გვიჩვენებს სამომავლო თანამშრომლობა, რაც კოალიციის შიგნით უნდა იყოს. ჯერ ცოტა ნაადრევია ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება. ეს არის პოლიტიკური პარტია, მათ უფლება აქვთ, თავისი პოლიტიკური მომავალი განსაზღვრონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, პარლამენტი იყოს გადაწყვეტილების მიღებისუნარიანი და მთავრობამ ყველა ის ამოცანა შეასრულოს, რაც ჩვენ გვაქვს.
ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც იზიარებ და გადაწყვეტილების მიღებაშიც თანამონაწილე ხარ, ამიტომ უნდა ვნახოთ ამ ახალ ფორმატში და რეალობაში თანამშრომლობა როგორი იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. გადაწყვეტილების შესაბამისად, “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები