INTERNATIONAL PIANO MASTERS თბილისში ბრუნდება
INTERNATIONAL PIANO MASTERS თბილისში ბრუნდება. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, ეს არის განსაკუთრებული მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და ქართველ ახალგაზრდა პიანისტებს შესაძლებლობას აძლევს, მასტერკლასები მსოფლიო კლასის პედაგოგებთან გაიარონ.
25 ივნისი – 10 ივლისი
საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში ადგილების მოსაპოვებლად ინდივიდუალური გაკვეთილების გავლა თანამედროვეობის გამორჩეულ პედაგოგებთან: პასკალ ნემიროვსკი, ნორიკო ოგავა, ურსულა ოფენსი, ლუი შვიცგებელი, მანანა გოცირიძე და ლეგენდარული ჯერომ ლოვენთალი.
25-30 ივნისი – „ნიჭიერთა ათწლედი“;
7-10 ივლისი – რეგიონები.
ფესტივალის პარტნიორია ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „,ნიჭიერთა ათწლედი“.