რატი იონათამიშვილი „საფარზე“:  დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ

„ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს ამ გაურკვეველი არქივების განადგურება,“ -ამის შესახებ  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს ამ გაურკვეველი არქივების განადგურება, რითაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა დღეს ალიბის იქმნიდნენ ზუსტად იმისთვის, რასაც მეორე დღეს გააკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ერთადერთი რაც ჩანს, როგორ ეშინიათ ამ ადამიანებს იმის, რომ საზოგადოება მით უფრო ინფორმირებული გახდება მათი კონკრეტული საქმიანობის შესახებ. ეტყობა, ტყუილად არ ეშინიათ ამ ყველაფრის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა,  რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები