„ემეგობრე მუზეუმს, ემეგობრე კულტურას“! – ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ახალ კამპანიას იწყებს
დღეს, 19:00 საათზე დავით გომართელი და ანსამბლი ”შვიდკაცა” მუზეუმის მეგობრებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. საქველმოქმედო საღამოზე მუზეუმი წარადგენს მუზეუმის მეგობრების ასოციაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუზეუმისა და კულტურის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, დაეხმაროს მუზეუმს კვლევითი სამუშაოების კონსერვაციასა და რესტავარაცის პროექტების განხორციელებაში, ახალი ექსპონატებისა და კოლექციების შეძენაში, თანამედროვე ინფრასტუქტურის შექმნასა და გამოფენების მოწყობაში.
მუზეუმის მეგობრების ასოციაცია მიღებული ფორმაა მსოფლიოში, მისი მიზანია საზოგადოების მეტი ჩართულობა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში, ფა
რთო აუდიტორიის მოზიდვა და მუზეუმის აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო კერად გადაქცევა. მუზეუმის მეგობრები შეიძლება გახდნენ სკოლები, უნივერსიტეტები, ოჯახები, ბიზნესის წარმომადგენლები, კერძო კომპანიები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, მაგრამ მუზეუმის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი ძალა ჩვეულებრივი მოქალაქეები და სტუდენტობაა. სწორედ მათზე დგას დღევანდელი მსოფლიოს მუზეუმის მეგობრების ასოციაციები. ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის ასოციაციამ, თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა ყოველი გაწევრიანებული მუზეუმის მეგობრის გადასახადიდან 1 ლარი გადარიცხოს სოლიდარობის ფონდში.