ფეიქრების ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია (ვიდეო)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებმა ფეიქრების ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი დროულად ჩააქრეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ფეიქრების ქუჩაზე ჰიგიენური საშუალებების საწყობი იწვოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

12932969_1533787693592124_3962109757477978965_n

12923098_1533792410258319_6594485547004115106_n

12919109_10205700263337471_1986731403_n

1958205_1533787686925458_5123087546279547387_n

433_1533787690258791_561533288151407495_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები