მცხეთაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში, მდინარე მტკვარზე მოქალაქე თევზაობდა ე.წ. ელ. შოკური აპარატით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი ოქმი და სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა.