ბაქოში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც თბილისისა და ერევნის მეტროპოლიტენების ფოტოები ჰქონდა

ბაქოში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ბაქოს მეტროპოლიტენში სავენტილაციო შახტით შეღწევას ცდილობდა. დაკავებული ბელორუსიის მოქალაქეა და მას თბილისისა და ერევნის მეტროპოლიტენების ფოტოები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ასევე საღებავი აღმოაჩნდა.
აზერბაიჯანის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის სახელი სერგეი ილევსკია. ბაქოში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ეს პირი თბილისსა და ერევანში იმყოფებოდა. როგორც აზერბაიჯანის ბელორუსიის საელჩოში აცხადებენ, სერგეი ილევსკი ბაქოს მეტროში კედლების მოხატვას აპირებდა, რაც მან თბილისსა და ერევანში უკვე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები