ფეიქრების ქუჩაზე გაჩენილ ცეცხლს 8 სახანძრო ბრიგადა ებრძოდა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძარის შედეგად 250 კვ.მ ფართობის ტერიტორია განადგურდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი საღებავების საწყობში გაჩნდა.
ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები