სასტუმრო „ვერე-პალასში“ ხანძარი გაჩნდა

თბილისში, სასტუმრო „ვერე-პალასში“ ხანძარი გაჩნდა. დამწვარია სასტუმროს ერთი ნომერი. ცეცხლის გაჩენის მომენტისთვის სტუმრები ოთახში არ იმყოფებოდნენ. ხანძრის გამო სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე 4 ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები