რუსთაველის თეატრში ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

31 მარტს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
მსახიობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მისი შვილები – ბაკური და ლადო მიუძღვნიან, სიტყვით გამოვლენ მისი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც გაიხსენებენ მის განვლილ გზას. საღამოზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ელგუჯა ბურდულის ფილმებიდან და წარმოდგენილი იქნება იმპროვიზირებული შემოქმედებითი ნომრები.
ელგუჯა ბურდულს ნათამაშები აქვს 70-მდე ფილმში, როგორც მთავარი, ასევე ეპიზოდური როლი. იგი მიეკუთვნება იმ რევოლუციურ ვარსკვლავებს, რომლებმაც ქართველი მამაკაცის ახალი სტერეოტიპი შექმნეს. ამაზე მეტყველებს მის მიერ შესრულებული როლების წარმატებები და პრიზები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები