ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ვანო მაჭავარიანის დაკითხვა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში ექსპერტი ვანო მაჭავარიანის ექვსსაათიანი დაკითხვა დასრულდა. როგორც მაჭავარიანმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას მასთან შეკითხვები პირადი ცხოვრების ამსახველ იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელიც მას დღეს დილით ფეისბუქის საშუალებით გაუგზავნეს.
მაჭავარიანის განცხადებით, 5 დღის წინ მას ფეისბუქის პირადი გვერდი დაბლოკილი დახვდა.
„რამდენიმე დღის წინ ჩემს ფეისბუქის გვედრზე ჰაკერი შემოვიდა, რომელმაც დადო ჩემი ფოტო სახელად მაიკლ ტომას ფიშერი და მე ფაქტიურად ფეისბუქიდან, ამ სივრციდან გავქრი. მე დამჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და დიდი დრო, იმისთვის რომ ფეისბუქი დამერწმუნებინა, რომ მე ვარ ვანო მაჭავარიანის გვარ-სახელით და არა მაიკლ ტომას ფიშერი. ეს მოხდა 5 დღის წინ, ამ დროისათვის მე საქართველოში არ ვიყავი და დღეს როგორც კი განცხადება გავაკეთე „პირველის“ პირდაპირ ეთერში, რამდენიმე საათის შემდეგ აღდგა ჩემი ფეისბუქის გვერდი. ამ დროს მე პროკურატურაში დაკითხვაზე ვიმყოფებოდი და სწორედ პროკურატურაში მაჩვენეს, რომ ჩემი ფეისბუქის გვერდრი აღგდა“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები