მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დინოზავრები მალარიის გამო გადაშენდნენ

 აშშ-ის ორეგონის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მალარია 100 მილიონი წლის წინაც არსებობდა და მისი პირველი მსხვერპლი რეპტილიები, მათ შორის დინოზავრები გახდნენ.
კვლევის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ American Entomologist-ში გამოქვეყნდა. აქამდე ითვლებოდა, რომ მალარია უფრო გვიან, 8-15 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ამ დაავადებას Plasmodium-ის უმარტივესი ორგანიზმები იწვევს, ხოლო დაავადების გადატანა კოღოებით ხდება.
მალარიით ყოველწლიურად 400 ათასამდე ადამიანი იღუპება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დაავადებას მილიონობით წლის წინ სხვანაირი ფორმა ჰქონდა, მაგრამ ის მაინც ძალზე სახიფათო იყო. მეცნიერების ვარაუდით, მალარიამ დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციასა და ბუნებრივ შერჩევაზე დიდი გავლენა მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები