ჯიოევი – ოფიციალური თბილისი ჩვენთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს
საქართველოს ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს, რათა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას ხელი არ მოაწეროს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევმა განუცხადა.
„ჩვენი კონტრპარტნიორები გვარწმუნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება რამდენჯერმე გააკეთა. ჩვენ მათ შევახსენეთ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სისხლის სამართლის დამნაშავის სიტყვები და მტკიცებულებები ჩვენთვის მშვიდობის გარანტია ვერ იქნება და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯიოევმა.
ჯიოევმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამ საკითხის დაყენებას 22 – 23 მარტის ჟენევის დისკუსიებზე ცდილობდა, მაგრამ უშდეგოდ.